კობახიძემ საპატრიარქოს საგანმანათლებლო დაწესებულებებს 5 მილიონზე მეტი გამოუყო
მთავრობამ საპატრიარქოს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ბიუჯეტიდან 5 250 000 ლარი გამოეყო - ამის შესახებ ირაკლი კობახიძის 31 აგვისტოს გამოცემულ განკარგულებაშია ნათქვამი.
საუბარია საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებულ სკოლებზე, გიმნაზიებზე, უნივერსიტეტებსა და განათლებისა და კულტურული ღონისძიებების განვითარების ფონდზე.
"დაევალოს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, "საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით პროგრამის "ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსება“ (პროგრამული კოდი:32 02 01) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან 5 250 000 ლარი მიმართოს ამ განკარგულების დანართით განსაზღვრული დაწესებულებების ფინანსური დახმარების უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამის საბანკო ანგარიშებზე გადარიცხვის გზით"- წერია განკარგულებაში.
განკარგულების თანახმად, დაფინანსება ჯამში 42-მა დაწესებულებამ მიიღო, მათგან 41-მა 40 000 ლარის ოდენობით, ხოლო ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს განათლებისა და კულტურული ღონისძიებების განვითარების ფონდმა 3 610 000 ლარი.
სასწავლებლების ჩამონათვალი ასეთია:
- ა(ა)იპ წმინდა ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელების სახელობის მართლმადიდებლური ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლა — 40,000 ლარი
- ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის თბილისის სკოლა — 40,000 ლარი
- ა(ა)იპ მცხეთის წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზია — 40,000 ლარი
- ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლა — 40,000 ლარი
- ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქო, ზუგდიდის წმინდა გიორგის სახელობის სკოლა-გიმნაზია — 40,000 ლარი
- ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქო წმინდა მიტროპოლიტ ნაზარი ლეჟავას სახელობის სამტრედიის მართლმადიდებლური სკოლა — 40,000 ლარი
- ა(ა)იპ წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზია — 40,000 ლარი
- ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკოლა — 40,000 ლარი
- ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს ლანჩხუთის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა — 40,000 ლარი
- ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს ოზურგეთის წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლა — 40,000 ლარი
- ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს ოზურგეთის წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა — 40,000 ლარი
- ა(ა)იპ ჩოხატაურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა — 40,000 ლარი
- ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტი — 40,000 ლარი
- ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი — 40,000 ლარი
- ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის სკოლა-გიმნაზია — 40,000 ლარი
- ა(ა)იპ მესტიის წმინდა ილარიონ ქართველის სახელობის მართლმადიდებლური ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლა — 40,000 ლარი
- ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზია — 40,000 ლარი
- ა(ა)იპ ალავერდის ეპარქიასთან არსებული წმიდა ბიძინა, შალვა და ელიზბარის სახ. ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა — 40,000 ლარი
- ა(ა)იპ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ბათუმის წმინდა მატათა მოციქულის სახელობის გიმნაზია — 40,000 ლარი
- ა(ა)იპ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ლენტეხის წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზია — 40,000 ლარი
- ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქო, კახათის წმიდა გიორგის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზია — 40,000 ლარი
- ა(ა)იპ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება - საქართველოს საპატრიარქოს რუის-ურბნისის ეპარქიის ქარელის წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზია — 40,000 ლარი
- ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა მოციქულთასწორის ნინო ქართველთგანმანათლებლის სახელობის ვანის მართლმადიდებლური ზოგადსაგანმანათლებლო გიმნაზია — 40,000 ლარი
- ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა — 40,000 ლარი
- ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლა — 40,000 ლარი
- ა(ა)იპ სტეფანწმინდის წმინდა ილია მართლის სახელობის სკოლა-გიმნაზია — 40,000 ლარი
- ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზია — 40,000 ლარი
- ა(ა)იპ წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ჭიათურის მართლმადიდებლური სკოლა — 40,000 ლარი
- ა(ა)იპ წყალტუბოს წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზია — 40,000 ლარი
- ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალის სახელობის სკოლა — 40,000 ლარი
- ა(ა)იპ წმინდა ნინოს სახელობის საირხის მართლმადიდებლური სკოლა — 40,000 ლარი
- ა(ა)იპ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ცაგერის წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზია — 40,000 ლარი
- ა(ა)იპ ჩაქვის წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლა-გიმნაზია — 40,000 ლარი
- ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა-გიმნაზია — 40,000 ლარი
- ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს ფოთის წმინდა ნიკოლოზის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა — 40,000 ლარი
- ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზია — 40,000 ლარი
- ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს თბილისის წმიდა თამარ მეფის სახელობის ხელოვნების სკოლა — 40,000 ლარი
- ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს ხულოს წმიდათა მამათა და დედათა აჭარაში ქრისტესთვის წამებულთა სახელობის სკოლა — 40,000 ლარი
- ა(ა)იპ ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა — 40,000 ლარი
- ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს ხიჭაურის წმ. გრიგოლ ხანძთელის სახელობის სკოლა — 40,000 ლარი
- ა(ა)იპ ახალი საქართველოს უნივერსიტეტი — 40,000 ლარი
- ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს განათლებისა და კულტურული ღონისძიებების განვითარების ფონდი — 3,610,000 ლარი