თბილისში არასრულწლოვნები ტაქსის მძღოლს თავს დაესხნენ და თანხა გასტაცეს
თბილისში არასრულწლოვნები ტაქსის მძღოლს თავს დაესხნენ და თანხა გასტაცეს - როგორც შსს იუწყება, ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს, ხოლო კიდევ ერთი არასრულწლოვანი ამხილეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ არასრულწლოვნები ტაქსის მძღოლს სიცოცხლის მოსპობი ემუქრებოდნენ, თანხის გამოძალვის შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
- პოლიციამ ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულის ჩამდენი ერთ-ერთი არასრულწლოვანი ბრალდებულის სახით დააკავა, ხოლო მეორე არასრულწლოვნის მიმართ კანონით განსაზღვრული ღონისძიებები ტარდება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.