პოლიციამ აჭარაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ქალი დააკავა

05.09.26 10:38
პოლიციამ აჭარაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ქალი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

უწყებსი ცნობით, დაკავებული, საბერძნეთის  სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით იძებნებოდა.

სამართალდამცველებმა ძებნილი პირი ბათუმში დააკავეს.

ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები