ირანთან კავშირების გამო აშშ-მ თურქულ საინვესტიციო ბანკს სანქციები დაუწესა
აშშ-მ თურქეთის საინვესტიციო ბანკ Golden Global Investment Bank-ს სანქციები დაუწესა - გადაწყვეტილება ირანის რეჟიმთან კავშირებს უკავშირდება.
Bloomberg წერს, რომ თურქული ბანკის წინააღმდეგ ზომების მიღება, მას შემდეგ მოხდა, რაც აშშ-ს ფინანსთა მინისტრმა, სკოტ ბესენტმა 1-ელ სექტემბერს განაცხადა, რომ ვაშინგტონი ირანთან დაკავშირებული ბანკების კიდევ ერთი ჯგუფის წინააღმდეგ მიიღებდა ზომებს. ბანკს აშშ-ს გადაწყვეტილებაზე კომენტარი ამ ეტაპზე არ გაუკეთებია.