რუსეთში "ნოვაია გაზეტა" "უცხოეთის აგენტების" რეესტრში დაამატეს
რუსეთში "ნოვაია გაზეტა" "უცხოეთის აგენტების" რეესტრში დაამატეს.
როგორც მედიასაშუალება "ოსტოროჟნო. ნოვოსტი" იუწყება, "ნოვაია გაზეტასთან" დაკავშირებული პირების სიას დაემატა 100-ზე მეტი ადამიანი. მათ შორის არიან პარტია "იაბლოკოს" თავმჯდომარე ნიკოლაი რიბაკოვი, უფლებადამცველი ზოია სვეტოვა და პოლიტიკოსი ლევ შლოსბერგი, რომელსაც 11 წლით აქვს მისჯილი კოლონიაში პატიმრობა.
"ნოვაია გაზეტას" პრესმდივანი ნადეჟდა პურუსენკოვა აცხადებს, რომ გამოცემა მუშაობას გააგრძელებს და "უცხოეთის აგენტის" სტატუსს სასამართლოში გაასაჩივრებს.
- რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ 4 სექტემბერს მორიგ ჯერზე შეავსო ე.წ. უცხოეთის აგენტების სია. რეესტრს დაუმატეს პოეტი და პუბლიცისტი სერგეი ლეიბგარდი, მწერალი ფელიქს სანდალოვი და ამერიკული უნივერსიტეტის ბიოინფორმატიკის პროფესორი ტატიანა ტატარინოვა.