ავარია თუშეთში - დაიღუპა ერთი ადამიანი, არიან დაშავებულები
ავარია თუშეთში - დაიღუპა ერთი ადამიანი, არიან დაშავებულები. ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, შემთხვევა გვიან ღამით სოფელ ომალოში, ვიზიტორთა ცენტრის მიმდებარედ მოხდა.
გამოცემა თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ სწრაფად მოძრავი ავტომობილი, რომელშიც 5 ადამიანი იმყოფებოდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და რამდენჯერმე ამობრუნდა - შედეგად მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, 4 პირი კი დაშავდა.
მათივე ცნობით, ისინი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა თელავის საავადმყოფოში გადაიყვანა და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.