დენის კულანინი მესამე ქვეყანაში უსაფრთხოდ ჩაფრინდა

05.09.26 11:59
დენის კულანინი მესამე ქვეყანაში უსაფრთხოდ ჩაფრინდა

დენის კულანინი მესამე ქვეყანაში უსაფრთხოდ ჩაფრინდა - მიხეილ ყაველაშვილის მიერ შეწყალებული რუსეთის მოქალაქე საქართველოდან უფლებადამცველებმა და ქართველმა აქტივისტებმა გააცილეს. 

მანამდე ცნობილი გახდა, რომ დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებდნენ. სამოქალაქო აქტივისტს სასამართლომ კულანინს საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა.

დენის კულანინი რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს, მას რუსთაველის გამზირზე შსს-ს ავტომობილის დაზიანებას ედავებოდნენ და 2 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. 

კულანინი იმ პირებს შორისაა, რომელიც 28 აგვისტოს მიხეილ ყაველაშვილმა შეიწყალა. ყაველაშვილმა შეიწყალა საპროტესტო აქციებში მონაწილე 9 პირი, რომლებმაც მას შესაბამისი განცხადებით მიმართეს.