პატიმრების მშობლები ამბროლაურში მოსახლეობას გაზეთებს ურიგებენ
პატიმრების მშობლები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თეონა ჭალიძე ამბროლაურში მოქალაქეებს ხვდებიან.
პროევროპული აქციების დროს დაკავებული ახალგაზრდების ოჯახის წევრები ხალხს ურიგებენ გაზეთებს სახელწოდებით - “თავისუფლების ხმა ციხიდან“ და "საკანი 101".
სწორედ ამ გაზეთებშია წერილები, რომლებიც პატიმრებმა ციხეებში დაწერეს და სადაც აღწერენ, თუ რის გამო არიან პატიმრობაში.
მშობლების თქმით, კამპანიის მიზანია, მაქსიმალურად მეტმა ადამიანმა გაიგოს, რისთვის არიან ციხეში გამოკეტილი, პროევროპული აქციების დროს დაკავებული ახალგაზრდები.
ვიდეო-კადრებში, რომელიც რაჭიდან ვრცელდება მოქალაქეეები მადლობას უხდიან შვილების თავისუფლებისთვის მებრძოლ მშობლებს.