ლაზარე ჯორბენაძე თორნიკე რიჟვაძის დეიდაშვილია, საეჭვოდ დაემთხვა თვითმკვლელობების საკითხი - გიორგი ლილუაშვილი

05.09.26 14:58
ლაზარე ჯორბენაძე თორნიკე რიჟვაძის დეიდაშვილია, საეჭვოდ დაემთხვა თვითმკვლელობების საკითხი - გიორგი ლილუაშვილი

 

 

გამოკითხვები ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე დაწერილი პოსტების გამო - დიღმის მთავარ სამმართველოში გარდაცვლილი ლაზარე ჯორბენაძის მეგობარი და თანაპარტიელი, გიორგი ლილუაშვილი იკითხება. პოლიტიკური გაერთიანება "საქართველოს" წევრსაც არ სჯერა, რომ ასავალ-დასავალის რესპონდენტმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ლილუაშვილი ამბობს, რომ გარდაცვლილი ჯორბენაძე თორნიკე რიჟვაძის ალალი დეიდაშვილია და მასთან დაკავშირებული თვითმკვლელობის ვერსიაც აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაურის მსგავსია, რასაც ის საეჭვო დამთხვევას უწოდებს. 

რაც შეეხება მდინარაძე-კობახიძის შესაძლო მონაწილეობას ჯორბენაძის საეჭვო თვითმკვლელობის ამბავში - ლილუაშვილი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, ღარიბაშვილის მიერ წერილში გაჟღერებული ბრალდება მართალიც იყოს. 

მე დარწმუნებული ვარ, რომ ლაზარეს, ანუ ზურა ჯორბენაძეს თავი არ მოუკლია და ამის არაერთი მიზეზი არსებობდა. ჩვენ არაერთხელ შევხდით, ვისაუბრეთ, პარტიულ საქმიანობასთან დაკავშირებით და მომავალ გეგმებზე და ადამიანი, რომელიც თვითმმკვლელობას აპირებს, ის მომავალ გეგმებზე არ საუბრობს. ზუსტად მისი ნათესავის, რიჟვაძის მსგავსი თვითმკვლელობის მსგავსი ფაქტია. რიჟვაძე ზურაბის ალალი დედიდაშვილია. ანუ, ძალიან საეჭვოდ დაემთხვა ამ თვითმვკვლელობების საკითხი.

ღარიბაშვილი ამ მკველელობას დასწრებია, არც ის მტკიცებულებები აქვს, ვინ გასცა ბრძანება. ეს არის პოლიტიკური განცხადება, ეს არის მისი მოსაზრება, რომ კობახიძე-მდინარაძე შეიძლება ყოფილიყო. არ გამოვრიცხავ, იმიტომ, რომ კობახიძე-მდინარაძე, ერთიც და მეორეც "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები არიან. ხაზს ვუსვამ, კობახიძესაც ამხელდა, როდესაც კობახიძე სოროსის ფონდის წარმომადგენელი იყო და იქიდან იმ პროექტებს აფინანსებდა, რასაც ქართველი ხალხი ანტიეროვნულს უძახდა", - ამბობს გიორგი ლილუაშვილი. 

საქმე ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საპატიმროდან გამოქვეყნებულ წერილს უკავშირდება. ყოფილმა პრემიერმა კითხვები დასვა ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალურ მიზეზებთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ საზოგადოებაში პასუხგაუცემელი კითხვები რჩება რამდენიმე ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტზე, რომლებიც, მისი თქმით, „კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს“ მოხდა.

ღარიბაშვილის წერილისა და სხვა საჯარო განცხადებების შემდეგ პროკურატურამ განაცხადა, რომ შსს-ში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე დაიბარეს არაერთი პოლიტიკოსი და საზოგადოებისთვის ცნობილი პირი, მათ შორის ნიკა გვარამია, ირმა ინაშვილი, ნანუკა ჟორჟოლიანი, ხატია დეკანოიძე, თაზო დათუნაშვილი, გია ხუხაშვილი და სხვები.

რაც შეეხება თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის საქმეს, პროკურატურის ვერსიით რიჟვაძემ  7 ივლისს, საგარეჯოში, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის სახლში, თვითმკვლელობა ალექსი ახვლედიანის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღით მიიყანა. საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნა სსკ-ის კოდექსით 115-ე მუხლით არის აღძრული. 

ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი სსკ-ის 238-ე მუხლით დააკავეს, მოგვიანებით კი 30 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. 

 

მსგავსი სიახლეები