საქართველოში ახალგაზრდებს ნარკობიზნესში ჩართვას ტელეგრამ არხებზე სთავაზობენ - მასალა სოციალურ ქსელში ვრცელდება

05.09.26 15:22
საქართველოში ახალგაზრდებს ნარკობიზნესში ჩართვას ტელეგრამ არხებზე სთავაზობენ - მასალა სოციალურ ქსელში ვრცელდება

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო-მასალა, სადაც ჩანს, რომ სავარაუდოდ ნარკორეალიზატორები დანაშაულებრივ სქემაში ახალგაზრდების ჩათრევას მაღალი ანაზღაურების სანაცვლოდ ცდილობენ.

 ე.წ. დამდებებს ტელეგრამ არხებზე ეძებენ და მათ კვირაში 1500 დოლარს სთავაზობენ. 

მოქალაქეები ამბობენ, რომ საქართველოში ნარკოტიკების რეალიზაცია უკონტროლოა, ხელისუფლება კი არასწორ ნარკოპოლიტიკას ახორციელებს. 

იმ რაოდენობის ნარკოტიკული საშუალებები, რაც ფაქტობრივად ჩანს, რომ ქვეყანაშია, წარმოუდგენელია  მოძრაობდეს შესაბამისი სამსახურების, გარკვეული ნებართვის ან "დაკრიშვის" გარეშე. რატომ არის ამაში ამდენი ადამიანი ჩართული. ალბათ არავის უხარია მაგაში რომ ერთვება. იმდენად რთული ეკონომიკური მდგომარეობაა საქართველოში, "ქო-ცენტრები იქნება ეს თუ ნარკოდანაშაული, ახალგაზრდები არიან მიდრეკილები ამისკენ. ბუნებრივია აქ არის ადგილზე გარკვეული შავი ბაზრის საამქროები, რომლები ამზადებენ, ან შემოქავთ დიდი რაოდენობით ვირაცებს, რომ გამორიცხულია  ამის შესახებ შესაბამის სამსაუხრებს, სუს-ს და შსს-ს ინფორმაცია არ ჰქონდეს. პირდაპირი ეჭვი მაქვს მე მაგალითად, რომ ამ ყველაფრის უკან დგანან პოლიციის მაღალჩინოსნები", - ამბობს თორნიკე რაზმაძე. 

ქვეყნაში ნარკოტიკების უკონტროლო გავრცელებაზე საუბრობს "ფედერალისტების" წევრი, ექიმი-ნარკოლოგი ზურა სიხარულიძეც. მისი თქმით, უკვე შესაძლებელია ყველაზე მაღალ სოფელშიც კი იყიდოს მოქალაქემ ნარკოტიკული ნივთიერება.

გარდა ამისა, ნარკოლოგის თქმით, ყველაფერს ართულებს ახალი ნარკოტიკული საშუალებები, რომლებიც სხვა სახელწოდებით იყიდება და მათი მიღების შემთხვევაში ზედოზირების რისკები ბევრად იზრდება. 

ხულოს და გურიის ყველაზე მაღალ სოფელში შეგიძლია ნარკოტიკი იყიდო, რაც ადრე შეუძლებელი და წარმოუდგენელი იყო. ძალიან დიდი მიგრაციაა, რომელიც ახლა შეიმჩნევა ქვეყანაში და ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ასევე მოიხმარენ ნარკოტიკს და შესაბამისად, იზრდება ნარკოტიკის რაოდენობა. პლუს ამას, რუსეთის და შუა აზიის ფაქტორი - დღეის ყველაზე დიდი მარკეტფლეისები რუსეთის და ყაზახეთის მუშაობს აქ. ერთი ყველაზე დიდი საშიშროება რაც გვიდგას არის უცნობი ნივთიერებები, რომლებიც სულ სხვა სახელით იყიდება.  ამიტომ ზედოზირების რისკი ძალიან მაღალია და ვხედავთ, რომ დღე არ გავა, რომ ვიღაც ზედოზირებით არ დაიღუპოს, ან კლინიკაში არ მოხვდეს", - ამბობს ზურა სიხარულიძე.