ფინანსურმა პოლიციამ TSQ-ის „საინვესტიციო პლატფორმის“ საქმიანობაზე გამოძიება დაიწყო

05.09.26 16:19
ფინანსურმა პოლიციამ TSQ-ის „საინვესტიციო პლატფორმის“ საქმიანობაზე გამოძიება დაიწყო

ფინანსურმა პოლიციამ TSQ-ის „საინვესტიციო პლატფორმის“ საქმიანობაზე გამოძიება დაიწყო - გამოძიება საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართვის საფუძველზე დაიწყო და სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც უკანონო სამეწარმეო საქმიანობას გულისხმობს.

სპეციალისტთა ნაწილი დარწმუნებულია, რომ TSQ-ის „საინვესტიციო პლატფორმის“ საქმიანობა „კლასიკური ფინანსური პირამიდაა“.

ცნობისთვის, TSQ Investment Group მომხმარებლებს კრიპტოვალუტით ვაჭრობასთან დაკავშირებულ შემოსავალს სთავაზობს, მასში საქართველოს ათასობით მოქალაქეც ჩაერთო. ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაციით, მომხმარებლებს თანხის გატანას ვეღარ ახერხებენ.

TSQ სავაჭრო პლატფორმასთან დაკავშირებული შესაძლო თაღლითური სქემის შესახებ განგაშის სიგნალი კრიპტოსექტორში თვეების წინ ჩაირთო. ირკვევა, რომ კომპანიებმა, რომლებმაც მომხმარებლებისგან თანხების მოზიდვისას ფინანსური პირამიდისთვის დამახასიათებელი ნიშნები შენიშნეს, საქართველოს ეროვნულ ბანკს მიმართეს და საეჭვო საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებლების გაფრთხილება ეტაპობრივად დაიწყო, ამ დროისთვის TSQ-ის გარშემო შექმნილ სქემას უკვე ფართო მასშტაბი ჰქონდა მიღებული და მასში ათასობით მოქალაქე იყო ჩართული.

მსგავსი სიახლეები