საქართველოს რუსეთში პატიმრების ექსტრადირება დაუწყია - გიორგი ბურჯანაძე "ოცნებისგან" განმარტებებს ითხოვს

05.09.26 18:38
საქართველოს რუსეთში პატიმრების ექსტრადირება დაუწყია - გიორგი ბურჯანაძე "ოცნებისგან" განმარტებებს ითხოვს

სამოქალაქო საზოგადოების ფონდის სამართლებრივი მრჩეველის, გიორგი ბურჯანაძის ინფორმაციით, საქართველოს რუსეთში პატიმრების ექსტრადირება დაიწყო - როგორც იურისტი განმარტავს, 2022 წელს, როდესაც რუსეთი ევროსაბჭოდან გარიცხეს, მაშინ იუსტიციის სამინისტრომ დადო პირობა, რომ  რუსეთში პატიმრების ექსტრადირებას არ მოახდენდა. 

ბურჯანაძის თქმით, "ქართულმა ოცნებამ" ევროსასამართლოს წინაშე აღებული ვალდებულებიდან 1 წლის თავზე შეცვალა მიდგომა და არანაირი დასაბუთება არ მოგვისმენია რატომ.

უფლებადამცველის ცნობით, რუსეთის გენერალური პროკურატურის ვებ-გვერდის მიხედვით, წელს, თებერვალსა და ივლისში, 3 პირის ექსტრადირების გადაწყვეტილება მიღებულა საქართველოს მიერ.

იურისტი საფრთხეებზე საუბრობს - მისი თქმით, რუსეთში პატიმრების გადაცემა შეიცავს ადამიანის უფლებების დარღვევის რისკებს და არანაირი გარანტია არ არსებობს იმის, რომ მათი ძირითადი უფლებები იქ იქნება დაცული.

საქართველოს რუსეთში პატიმრების ექსტრადირება დაუწყია. 
მას შემდეგ რაც რუსეთი ევროსაბჭოდან გააგდეს 2022 წელს, საქართველო რუსეთში არ ახდენდა პატიმრების ექსტრადირებას სამი წლის განმავლობაში. 
🔴ეს განაცხადა იუსტიციის სამინისტრომ, ევროსასამართლოს ერთ-ერთ საქმეში (ლინკი კომენტარებში). იმავე საქმის ფარგლებში, მათ ასევე დადეს პირობა, რომ არ გადაცემის მიდგომას შეინარჩუნებდნენ სანამ ერთიანი ევროპული პოზიცია არ ჩამოყალიბდებოდა ამ საკითხზე. 
🔴როგორც აღმოჩნდა ქართულმა ოცნებამ, ევროსასამართლოს წინაშე აღებული ვალდებულებიდან 1 წლის თავზე შეცვალა მიდგომა და არანაირი დასაბუთება არ მოგვისმენია რატომ (არც რამე საერთო ევროპული მიდგომაა ამაზე ცნობილი). 
ყველამ ვნახეთ, რომ გუშინ მიიღეს ერთ-ერთი პატიმრის რუსეთისთვის გადაცემის გადაწყვეტილება. 
📢 რუსეთის გენერალური პროკურატურის ვებ-გვერდის მიხედვით, წელს, თებერვალსა და ივლისში, 3 პირის ექსტრადირების გადაწყვეტილება მიღებულა საქართველოს მიერ. 
რუსეთში პატიმრების გადაცემა შეიცავს ადამიანის უფლებების დარღვევის რისკებს და არანაირი გარანტია არ არსებობს იმის, რომ მათი ძირითადი უფლებები იქ იქნება დაცული. ისინი აღარც ევროპული კონვენციის წევრები არიან და სამწუხაროდ საქართველოს გრამი ბერკეტი არ აქვს ხელთ გადაცემული პირების დასაცავად".  - წერს გიორგი ბურჯანაძე.