ლაზარე ჯორბენაძე ამბობდა, ისეთ ინფორმაციებს ვაჟღერებ, ბოლოს ჩამომახრჩობენო - გიორგი ლილუაშვილი

05.09.26 20:00
ლაზარე ჯორბენაძე ამბობდა, ისეთ ინფორმაციებს ვაჟღერებ, ბოლოს ჩამომახრჩობენო - გიორგი ლილუაშვილი

 

 

ირაკლი ღარიბაშვილის ხმაურიან ბრალდებებზე 6 საათიანი დაკითხვა დასრულებულია  - დიღმის სამმართველოდან რამდენიმე წუთის წინ გამოვიდა გარდაცვლილი ლაზარე ჯორბენაძის მეგობარი და თანაპარტიელი, გიორგი ლილუაშვილი.

პარტია "საქართველოს" წევრი თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს, ამტკიცებს, რომ გარდაცვალებამდე 4 დღით ადრე ლაზარე ჯორბენაძეს გეგმებზე სალაპარაკოდ შეხვდა - "99,9 % ით ვარ დარწმუნებული, რომ ზურა ჯორბენაძეს თავი არ მოუკლია".

ლილუაშვილის თქმით, ლაზარე ჯორბენაძე ხშირად ეუბნებოდა, რომ მისი გაჟღერებული ამბების გამო, ერთ დღეს შეიძლება ჩამოეხრჩოთ.

ლაზარე ჯორბენაძის თანაპარტიელმა, სამმართველოდან გამოსვლის შემდეგაც დაადასტურა მედიასთან, რომ გარდაცვლილი თორნიკე რიჟვაძის ახლო ნათესავი იყო. ლილუაშვილმა ასევე ისაუბრა საპატრიაქოზეც და თქვა, რომ მათტანაც კითხვები აქვს.

თუ ლილუაშვილს დავეყრდნობით, გარდაცვლილს საპატრიარქოდან პატრიარქის სამედიცინო დოკუმენტები ჰქონდა წამოღებული და მის გაშუქებას აპირებდა.

 "ამის მერე სამ დღეში კაცი მოკლეს" - ამბობს ჯორბენაძის თანაპარტიელი. 

ლაზარე-ზურა ჯორბენაძეს 4 დღით ადრე გარდაცვალებამდე შევხვდი, დავგეგმეთ გეგმები, რომ უნდა შევხვედროდით აღდგომის სემდეგ და გაგვეგრძელებიან ურთიერთობები. მას არანაირი ფსიქიკური ან ფსიქოლოგიური პრობლემის არ ეტყობოდა, შესაბამისად, ზუსტად ეს წარმოშობს ეჭვს, რომ ალაზარეს შაბათს სასულიერო პირი იხრჩობს თავს. 

დეიდაშვილია როგორც ამბობდა თორნიკე რიჟვაძის, ზურა კანდიდატად გვყავდა აჭარაში არაერთხე და ის იქ ამხელდა ხულოს რაიონის დანაშაულებებს. იქიდან იყო წარმოშობით.

ვიცნობ ზურაბ ჯორბენაძეს ძალიან კარგად. მისი ფსიქიკა და ფსიქოლოგია არ იყო ისე მოწყობილი, რომ მას ტავი მოეკლა. 

ზურა ჯორბენაძე სასამართლო პროცესზე იძახის, რომ ჩამომახრჩობენო. ეს ჩვეულებრივი ის ქონდა ზურას, რადგან მისი მხილებები მოსამართლეების, პროკურორების და სიმართლის თქმა, ის სულ ხუმრობდა, სიმართლის მთქმელს ჩამოახრჩობენო. 

99,9 % ით ვარ დარწმუნებული, რომ ზურა ჯორბენაძეს თავი არ მოუკლია.

ლაზარე-ზურა ჯორბენაძე იყო სასულიერო პირი და თქვენ არ სვამთ კითხვებს საპატრიარქოსთან, თუ რას ფიქრობს თავად საპატრიარქო. როგორ  არ მაქვს საპატრიარქოსთან კითხვები - ბოლოს ზურა ჯორბენაძე რომ შემხვდა, მას ჰქონდა საპატრიარქოდან წამოღებული პატრიარქის სამედიცინო მონიტორინგის ვიდეო და აუდიო ჩანაწერები და იმის გაშუქებას აპირებდა და სამ დღეში მოკლეს კაცი ", - განაცხაადა გიორგი ლილუაშვილმა. 

საქმე ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საპატიმროდან გამოქვეყნებულ წერილს უკავშირდება. ყოფილმა პრემიერმა კითხვები დასვა ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალურ მიზეზებთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ საზოგადოებაში პასუხგაუცემელი კითხვები რჩება რამდენიმე ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტზე, რომლებიც, მისი თქმით, „კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს“ მოხდა.

ღარიბაშვილის წერილისა და სხვა საჯარო განცხადებების შემდეგ პროკურატურამ განაცხადა, რომ შსს-ში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე დაიბარეს არაერთი პოლიტიკოსი და საზოგადოებისთვის ცნობილი პირი, მათ შორის ნიკა გვარამია, ირმა ინაშვილი, ნანუკა ჟორჟოლიანი, ხატია დეკანოიძე, თაზო დათუნაშვილი, გია ხუხაშვილი და სხვები.