„საქართველო ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ“ - თბილისში შაბათის მარში მიმდინარეობს
თბილისის ქუჩებში ისევ პროტესტია - შაბათის მარში ავლაბრის მეტროს ტერიტორიდან დაიძრა და საკრებულოსკენ მიემართება.
„საქართველო ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ“ - ასეთი სახელწოდება აქვს დღევანდელ აქციას.
დემონსტრანტები ივანიშვილისგან პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ძალაუფლების ხალხზე გადაბარებას მოითხოვენ.
ერთ მხარეს არის ქართველი ხალხი, მეორე მხარეს ერთი ადამიანი - ბორია ივანიშვილი და მის გარშემო არსებული ძალაუფლება. არიან კორუფციაში ჩაძირულები, ერთმანეტს ხოცავენ და გლეჯენ კარგად ვუყურებთ. მაგრამ ყველაფრის სატავეში ეს ერთი ადამიანია და ის უდნა მოშორდეს ამ ქვეყნიდან", - ამბობს ტატო ქელბაქიანი.