აშშ-მ 3 ირანულ ნავთობტანკერს დაარტყა
აშშ-მ 3 ირანულ ნავთობტანკერს დაარტყა - ინფორმაციას აშშ-ს ცენტრალური სარდლობა ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, CENTCOM-მა კუნძულ ხარგის სანაპიროსთან მდებარე M/T Downy-ს, ქალაქ ჯასკთან ახლოს მდებარე M/T Stark 1-სა და ომანის ყურეში მდებარე M/T Kylo-ს კრიტიკულ წერტილებში დაარტყეს, რის გამოც მათი გამოყენება შეუძლებელი გახდა.
CENTCOM-ის თანახმად, იერიში მას შემდეგ მიიტანეს, რაც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (IRGC) ორი ამერიკული სამხედრო გემის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები ისროლა.
გვსურს, რომ IRGC-სთვის გზავნილი ნათელი იყოს: თუ ჩვენს ორ გემს დაარტყამთ, ჩვენ კიდევ უფრო მაღალ ეკონომიკურ საფასურს დაგიწესებთ, თქვენს სამ ცალს გავანადგურებთ. ამერიკული ძალების დასაცავად არ დავიყოვნებთ და საჭიროების შემთხვევაში ირანის შეზღუდულ და მოწყვლად ნავთობის ფლოტსაც გავანადგურებთ". - თქვა CENTCOM-ის მეთაურმა, ადმირალმა ბრედ კუპერმა.