ოკუპირებულ აფხაზეთში უპილოტო საფრენი აპარატის სავარაუდო ფრაგმენტი იპოვეს

06.09.26 09:54
ოკუპირებულ აფხაზეთში უპილოტო საფრენი აპარატის სავარაუდო ფრაგმენტი იპოვეს

ოკუპირებულ აფხაზეთში უპილოტო საფრენი აპარატის სავარაუდო ფრაგმენტი იპოვეს - დრონის ნაწილი ოჩამჩირის რაიონის სოფელ კინდღის სანაპიროზე ტურისტებმა აღმოაჩინეს. გავრცელებულ კადრებში მეტალის დეტალზე უკრაინულენოვანი მარკირება ჩანს. ამ დროისთვის უცნობია, კონკრეტულად რა ტიპის დრონს ეკუთვნის ნაპოვნი ფრაგმენტი და როგორ აღმოჩნდა ის აფხაზეთის სანაპიროზე.

წელს ოკუპირებულ აფხაზეთში დრონებთან დაკავშირებული არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა. მარტში დე ფაქტო ხელისუფლება აცხადებდა, რომ ერთ დღეში დაახლოებით 30 უპილოტო აპარატი აღმოაჩინეს და ნამსხვრევები 11 დასახლებაში იპოვეს. ივნისში კი დე ფაქტო თავდაცვის უწყება აცხადებდა, რომ აფხაზეთ-რუსეთის ე.წ. საზღვართან ჩამოგდებული დრონი შავ ზღვაში, ნაპირიდან დაახლოებით 300 მეტრში ჩავარდა და მოსახლეობას აფრთხილებდა, რომ დინებას მისი ნაწილები სანაპიროზე შეიძლებოდა გამოერიყა.