საბერძნეთში ავიაშოუ ტრაგედიით დასრულდა - დაიღუპა ორი პილოტი
ტრაგედიით დასრულდა ავიაშოუ საბერძნეთში - ათენის მახლობლად, ტანაგრას ავიაბაზაზე გამართული Athens Flying Week-ის დროს, საბერძნეთის სამხედრო-საჰაერო ძალების F-4 Phantom ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი ორივე პილოტი დაიღუპა.
გამანადგურებელი საჩვენებელი ფრენისას, დაბალ სიმაღლეზე მანევრის შესრულების დროს ჩამოვარდა და აფეთქდა. კატასტროფის შედეგად ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა, რომლის ჩაქრობაში 85 მეხანძრე და 11 სახანძრო თვითმფრინავი და ვერტმფრენი მონაწილეობდა. ავიაშოუს ათასობით მაყურებელს შორის არავინ დაშავებულა. მომხდარის შემდეგ ღონისძიების დარჩენილი პროგრამა გაუქმდა, ავიაკატასტროფის მიზეზებს კი სპეციალური კომისია იძიებს.