თამაზ ელიზბარაშვილისთვის პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება ადვოკატებმა სააპელაციოში გაასაჩივრეს

06.09.26 11:54
თამაზ ელიზბარაშვილისთვის პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება ადვოკატებმა სააპელაციოში გაასაჩივრეს

თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატებმა მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. ახლა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, დარჩება თუ არა ძალაში პირველი ინსტანციის მოსამართლის, არსენ კალატოზიშვილის გადაწყვეტილება.

დაცვის მხარე აცხადებს, რომ საქმეში დაზარალებულად ცნობილი პირების მიერ საჯაროდ გავრცელებული ინფორმაცია არსებულ მტკიცებულებებს არ შეესაბამება. ადვოკატების თქმით, თუ მათი შეფასებით მცდარი ინფორმაციის გავრცელება გაგრძელდება, დაცვის მხარე საზოგადოებას საპასუხო მასალებსა და მტკიცებულებებს წარუდგენს.

პატიმრობის გამოყენების აუცილებლობის არცერთი სტანდარტი არ არსებობდა. ბრალდების მხარემ ვერ დაასაბუთა მისი მოთხოვნა, რომ მაინც და მაინც პატიმრობა იყო საჭირო. უამრავი შემამსუბუქებელი გარემოებები ჰქონდა თამაზ ელიზბარაშვილს ამ საკითხთან დაკავშირებით. თუნდაც, ყველაზე მარტივად ასახსნელი რაც არის, დანაშაულის თუნდაც ჩადენის შემთხვევაშიც კი, მაქსიმუმ 1 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. აპელაცია თუ იტყვის უარს, აღკვეთის ღონისძიების საკითხი გასაჩივრდება ევროპულ სასამართლოში, - ამბობს ადვოკატი ლალი აფციაური. 

მსგავსი სიახლეები