ტრაგედია გორში - ავტოსაგზაო შემთხვევას სკოლის მოსწავლის სიცოცხლე ემსხვერპლა

06.09.26 13:48
ტრაგედია გორში - ავტოსაგზაო შემთხვევას სკოლის მოსწავლის სიცოცხლე ემსხვერპლა

ტრაგედია გორში - ავტოსაგზაო შემთხვევას სკოლის მოსწავლის სიცოცხლე ემსხვერპლა. მოზარდს ავტომობილი დაეჯახა. დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს - ბავშვი დღეს დილით რეანიმაციულ განყოფილებაში გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, ავტომობილს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მძღოლი მართავდა. ამ დროისთვის გარდაცვლილი მოზარდის ვინაობა და სკოლა, სადაც ის სწავლობდა, არ სახელდება. არსებული ინფორმაციით, ბავშვის მშობლები ემიგრაციაში იმყოფებიან.

როგორვ "პირველებს" შსს-ში განუცხადეს, მძღოლი დაკავებულია. საქმეზე გამოძება სსკ-ის 276 მუხლით მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები