აქციებზე დაკავებული აქტივისტების მშობლები რაჭაში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ

06.09.26 13:54
აქციებზე დაკავებული აქტივისტების მშობლები რაჭაში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ

ამბროლაურის შემდეგ - ონი. აქციებზე დაკავებული აქტივისტების მშობლები რაჭაში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ. „სიმართლის გამავრცელებელი საზოგადოების“ წევრები კარდაკარ დადიან და მოსახლეობას პატიმრების გზავნილებს აცნობენ.

რაჭაში რიგდება გლდანის ციხეში მყოფი ზვიად ცეცხლაძის ინიციატივით დაბეჭდილი გაზეთი „საკანი 101“-იც.

პატიმრების მშობლები რეგიონებში არსებულ მძიმე სოციალურ მდგომარეობაზეც საუბრობენ. მათი თქმით, მოსახლეობის ნაწილი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს, ადგილობრივებს კი პრობლემები აქვთ როგორც ელექტროენერგიის, ისე წყლის მიწოდებასთან.

ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას. როგორც შევპირდით საზოგდოებას, ყველგან უნდა მივიტანოთ მართალი სიტყვა და სიმართლე, რაც ხდება ამ ქვეყანაში. ამავდროულად, ორი დღეა ჩვენ რაჭაში ვიმყოფებით და მომსწრე გავხდით იმ პრობლემებისა, რომელიც ამ რეგიონს აქვს. სერიოზული პრობლემებია ქვეყანაში, სერიოზული პრობლემები აქვს ამ რეგიონსაც. როგორც მთელ ქვეყანაში, აქაც მსოახლეობა ძალიან გაჭირვებულია, - ამბობს ზურაბ ცეცხლაძე.