ნია იმნაძის ადვოკატი: „საქმეში წაქეზების დამადასტურებელი ნულოვანი მტკიცებულებაა“
ნია იმნაძის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ წარდგენილ ბრალდებას დაუსაბუთებელს უწოდებს. გიორგი ლეკიშვილის განცხადებით, დაცვის მხარემ გიგა ავალიანის მკვლელობის საქმის 38 ტომი და დაახლოებით 2 ტერაბაიტის მოცულობის მასალა შეისწავლა, თუმცა, მისი მტკიცებით, საქმეში იმნაძის მხრიდან წაქეზების დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება არ არსებობს. ადვოკატი ამბობს, რომ სასამართლოს დაცვის მხარემ საკუთარი მტკიცებულებებიც უკვე წარუდგინა.
მოცულობითი სისხლის სამართლის საქმე იყო, წარმოიდგინეთ, 38 ტომია და ამ 38 ტომში დაახლოებით 2 ტერაბაიტიანი ინფორმაციაა. ფაქტობრივად, 24 საათიან რეჟიმში ვსწავლობდით ამ მასალას და 4-ში მივმართეთ სასამართლოს და წარვადგინეთ კონკრეტული მტკიცებულებები ჩვენიც და დეტალრუად საქმის მიმართულებებიც აღებული გვაქვს. არანაირი მტკიცებულებითი, რაც, ასე ვთქვათ, წაქეზებასთან არის კავშირში, ამ კონკრეტულ საქმეში 0 მტკიცებულებაა. არცერთი სახის მტკიცებულება არ არის, - ამბობს გიორგი ლეკიშვილი.
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე, 5 აგვისტოს, კიდევ ორი არასრულწლოვანი, ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი დააკავეს. მათ 7 აგვისტოს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ნია იმნაძეს 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება, ანასტასია ბერუაშვილს კი შვიდ წლამდე.