ლაშა ტალახაძე დიდ სპორტს უბრუნდება

06.09.26 17:53
ლაშა ტალახაძე დიდ სპორტს უბრუნდება

ლაშა ტალახაძე დიდ სპორტს უბრუნდება - სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ეროვნულ ნაკრებთან ერთად ვარჯიში განაახლა და მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადება.

ტალახაძე უკვე მეორე თვეა საწვრთნელ პროცესშია ჩართული. მისი მთავარი მიზანი 2028 წლის ლოს-ანჯელესის ოლიმპიური თამაშებისთვის ლიცენზიის მოპოვება და კიდევ ერთი ოლიმპიური მედლისთვის ბრძოლაა. მსოფლიოს ჩემპიონატი ჩინეთში, 27 ოქტომბრიდან 8 ნოემბრამდე გაიმართება.

შევუერთდი საქართველოს ძალოსნობის ეროვნულ ნაკრებს. უკვე მეორე თვე დაიწყო, რაც გუნდთან ერთად ვარ, თავს ძალიან კარგად ვგძნობ და ვთვლი, რომ უკვე შეჯიბრზე ჩავერთვები და მივიღებ მონაწილეობას და შევეცდები, რომ ოლიმპიური ლიცენზია მოვიპოვო. 

რაც შეეხება წლევანდელ წელს, ასევე გვაქვს მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც პირტადად მე ვგეგმავ გამოსვლას, რადგან უკვე სალიცენზიო მსოფლიო ჩემპიონატია, თითოეულ ჩვენთაგანს გვესაჭიროება, ვინც ვგეგმავთ ოლიმპიადაზე მონაწილეობის მიღებას და შედეგის დადებას, - ამბობს ლაშა ტალახაძე. 

ლაშა ტალახაძე ამჟამად „ქართული ოცნების“ დეპუტატი და ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტია. ტალახაძე ასევე იმ დეპუტატებს შორის იყო, რომლებიც პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობდნენ.

მსგავსი სიახლეები