იმპორტზე დამოკიდებული ყვავილების ბაზარი - ფლორისტები ადგილობრივი წარმოების გაზრდას ითხოვენ

06.09.26 18:01
იმპორტზე დამოკიდებული ყვავილების ბაზარი - ფლორისტები ადგილობრივი წარმოების გაზრდას ითხოვენ

ყვავილების ბიზნესში ჩართული კომპანიები ადგილობრივი წარმოების გაზრდასა და იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებას ითხოვენ. სექტორის წარმომადგენლების თქმით, საქართველოში ყვავილებზე მოთხოვნა მაღალია, თუმცა ბაზრის უდიდესი ნაწილი კვლავ უცხოეთიდან შემოტანილ პროდუქციას უჭირავს. ადგილობრივი ფლორისტები და მწარმოებლები ამბობენ, რომ იმპორტირებული ყვავილი შედარებით ძვირია, თუმცა ქართულ პროდუქციას მაინც მნიშვნელოვან კონკურენციას უწევს.

ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობისა და ქართული ყვავილების პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს ფლორისტთა, ყვავილების მწარმოებელთა და იმპორტიორთა ასოციაცია ახალ კამპანიას იწყებს.

ვინც იმპორტირებულ ყვავილზე ვართ დამოკიდებული, იცით როგორ არის? 50/50-ზე, ან შეგხვდება კარგი ყვავილი, ან არ შეგხვდება, იმიტომ, რომ ყვავილის ხარისხი დამოკიდებულია ტრასნპორტირებაზე, შენახვის პირობებზე და ამიტომ,. იმის გამო, რომ დღესასწაულის დღეებშიც ისეთი არასტაბილურია მოწოდება და ფასებიც ისეთია, რომ ჩვენ საკმაოდ დაუცველები ვართ. აქედან გამომდინარე, ძალიან დიდი შეღავათი იქნება ქართული ყვავილების განვითარება საქართველოში, - ამბობენ ფლორისტები. 

 

მსგავსი სიახლეები