ქონების წარმომავლობასთან დაკავშირებით კითხვებს ლილუაშვილის მეუღლე უპასუხებს

07.09.26 13:19
ქონების წარმომავლობასთან დაკავშირებით კითხვებს ლილუაშვილის მეუღლე უპასუხებს

თბილისის საქალაქო სასამართლოში სუსის ექს შეფის გრიგოლ ლილუაშვილის პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

როგორც ცნობილია, დღეს მოწმეთა შორის არის თავად ლილუაშვილის მეუღლე, რომელიც ოჯახის ქონებებთან დაკავშირებით ისაუბრებს. 

როგორც ადვოკატი ამბობს, დღეს ყოფილი მაღალჩინოსნის მეუღლე კიდევ ერთხელ იტყვის, რომ ყველა ის ქონება, რომელსაც ოჯახი ფლობს, შეძენილია კანონიერი გზით და არანაირი ქრათამის სახით მიღებული თანხით ლილუაშვილი არ გამდიდრებულა.

ასევე დღევანდელ პროცესზე უნდა დაიკითხნენ სუს-ის ყოფილი თანამშრომლები, რომლებიც, უფლებადამცველის მტკიცებით, გააბათილებენ ეკონომიკის ყოფილი მოადგილის რომეო მიქაუტაძის ჩვენებას.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვას წარმოდგენილი ჰყავს მოწმეები, მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების ყოფილი თანამშრომლები. ჩვენი ძირითადი მიზანია, გავაბათალოთ ყველა ის თუყნდაც მინიმალური დონის უარყოფითი ინფორმაცია, რასაც ბრალდების მხარე წარმოაჩენს, რომ თითქოსდა, შეიცავს დანაშაული ნიშნებს, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ დრომდე, ყველა ის მოწმე, რომელიც წარმოვადგინეთ, ცალსახად ემსახურებოდა ამთ მიერ გაჟღერებული ინფორმაცია მხოლოდ იმას, რომ ბატონი გრიგოლი არის უდანაშაულო. ჩვენ აბსოლუტურად გაბათილება და ანულირება მოვახდინეთ ბატონი რომეო მიქაუტაძის ცრუ ჩვენებისა, რომელიც მან სასამართლოს მისცა. დარწმუნებული ვარ, სამომავლოდაც, ის პირები, ვინც ჩვენ დასაკითხ პირთა სიაში იმყოფებიან, აღნიშნულ აღნიშნულ მიზანს მოემსახურებიან სრულად, მხოლოდ იქედან გამომდინარე, რომ ისინი საუბრობენ, მხოლოდ და მხოლოდ იმ სიმართლეს, რომელიც გადამოწმებადია, ყველა იმ ობიექტური და ნეიტრალური მტკიცებულებით, რაც ნაწილობრივ წარმოდგენილი აქვს დაცვის მხარეს.

ბატონი გრიგოლის მეუღლე მხოლოდ ერთადერთი მიზნით იკითხება სასამართლოში - მოგეხსენებათ, როდესაც ჩხრეკა ჩატარდა  ბატონ ლილუაშვილთან არანაირი ფულადი სახის თანხა, ძვირფასეულობა და მსგავსი სახის ნივთები მისგან ამოღებული არ ყოფილა, ერთადერთი, რაც ოჯახს გააჩნია არის ის საცხოვრებელი, სადაც ცხოვრობს მეუღლე, მათ შორის არასრულწლოვან შვილთან ერთად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან ეს ქონება შეძენილია, იმ პერიოდის ფინასებით, რაც მოპოვებული აქვს ბატონ ლილუაშვილს ჯერ კიდევ მაშინ, ვიდრე საერთოდ საჯარო სისტემაში დასაქმდებოდა, მხოლოდ ეს ინფორმაცია გვინდა მიაწოდოს ქალბატონმა სასამართლოს, მიუხედავად იმის, რომ პარალელურ რეჟიმში, ჩვენ გვაქვს წერილობითი ფორმითაც აღნიშნული ინფორმაცია სასამართლოში წარმოდგენილი, - განაცხადა ლანა ცერცვაძემ.  

გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება 23 სექტემბრამდე უნდა გამოცხადდეს. 

სუს-ის ექს-შეფი გასული წლის 23 დეკემბერს დააკავეს -  ყოფილ მაღალჩინოსანს ედავებიან „ფულის გათეთრების“ ოთხ ეპიზოდს:

რას ედავებიან ლილუაშვილს?

  • ქარის ელექტროსადგურების მშენებლობის ლობირებისთვის თურქ ინვესტორ ჩაღათაი ულქერისგან $1 მლნ-ის აღებას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის იმჟამინდელი პირველი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის მეშვეობით;
  • გაზიფიკაციის ტენდერებში დახმარების სანაცვლოდ, კომპანია „ექსპრესსერვისი 2008-ის“ დამფუძნებელ გიორგი ხაჟალიასგან 1,5 მლნ ლარის აღებას რომეო მიქაუტაძის მეშვეობით;
  • 2021-2023 წლებში დანაშაულებრივი „ქოლცენტრების“ მფარველობას, საიდანაც ბრალდების ინფორმაციით, ლილუაშვილმა მიიღო $1 365 000;
  • პროკურატურა ამბობს, რომ ლილუაშვილი ქრთამის სანაცვლოდ მფარველობდა თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს, რომელიც გამოძიების ინფორმაციით,  ბაღების შესყიდვებიდან  „ატკატებს“ იღებდა.