გომისმთისკენ მიმავალ ცენტრალურ გზაზე მეწყერი ჩამოწვა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კურორტ გომისმთისკენ მიმავალ ცენტრალურ გზაზე მეწყერი ჩამოწვა.
მიწის მასა ”საჭვეთას” ტერიტორიაზე ჩამოიშალა.
ამ დროისთვის ადგილზე სამაშველო სამსახური მუშაობს. წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.
დამეწყრილ ტერიტორიაზე ელოდებიან ტექნიკას.