ლილუაშვილის ოჯახი არ პასუხობს კითხვას, აპირებს თუ არა გრიგოლ ლილუაშვილი წერილის გამოქვეყნებას

07.09.26 15:13
ლილუაშვილის ოჯახი არ პასუხობს კითხვას, აპირებს თუ არა გრიგოლ ლილუაშვილი წერილის გამოქვეყნებას

თბილისის საქალაქო სასამართლოში სუს-ის ექსშეფის, გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესი დასრულდა.

სხდომაზე ლილუაშვილის მეუღლე გამოიკითხა. მან სასამართლო კომენტარის გარეშე დატოვა.

ასევე არ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას - აპირებს თუ არა მისი მეუღლე ციხიდან წერილის გამოქვეყნებას.

მაია ჭეიშვილი იყო ერთადერთი ვინც დღეს გამოიკითხა, დანარჩენი 2 მომწე კი მოსამართლემ არ გამოკითხა და მათ სასამართლოს შენობა დატოვეს.

ლილუაშვილის უფლებადამცველი ეჭვობს, რომ დღევანდელ პროცესზე მოხმდარის გამო, სასამართლო ობიექტური ვერ იქნება. 

როდესაც ბრალდების მხარეს ევალება, რომ სრულად გადმომცეს მე, როგორც გამამტყუნებელი, ასევე გამამართლებელი მტკიცებულებები, ბუნებრივია, დაცვის მხარეს ის მოლოდინი აქვს, რომ ეს მტკიცებულებები გადმოგვეცემოდა. თუნდაც ბრალდების მხარეს თავის ნუსხაში ეს არც გამოეყენებინა და თავის სამტკიცებელ მტკიცებულებად არ აეღო საზომად, მაგრამ, ის ვალდებულია, მოქმედი კანონმდებლობით,  რომ სრული ინფორმაცია გადმოსცეს დაცვის მხარეს და სწორედ ეს დაარღვია ბრალდების მხარემ. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარემ მიმართა ხრიკს, ეგრეთ წოდებულს, რომ არასადაოდ გახადა, თითქოსდა, მოწმეთა ჩვენებეები, რომლებიც ფიზიკურად  თვალით არ გვაქვს ნანახი და ნანახი არ აქვს მოსამართლეს, რომლემაც გამამტყუნებელი, ან გამამართლებელი განაჩენი უნდა გამოიტანოს. დღევანდელ სასამართლო პროცესზე მომხდარმა ამბავმა საფუძვლიანი ეჭვი გააჩინა, რომ სასამართლო შესაძლოა, არ იყოს ობიექტური, - განაცხადა ლანა ცერცვაძემ.

გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება 23 სექტემბრამდე უნდა გამოცხადდეს. 

სუს-ის ექს-შეფი გასული წლის 23 დეკემბერს დააკავეს -  ყოფილ მაღალჩინოსანს ედავებიან „ფულის გათეთრების“ ოთხ ეპიზოდს:

რას ედავებიან ლილუაშვილს?

  • ქარის ელექტროსადგურების მშენებლობის ლობირებისთვის თურქ ინვესტორ ჩაღათაი ულქერისგან $1 მლნ-ის აღებას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის იმჟამინდელი პირველი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის მეშვეობით;
  • გაზიფიკაციის ტენდერებში დახმარების სანაცვლოდ, კომპანია „ექსპრესსერვისი 2008-ის“ დამფუძნებელ გიორგი ხაჟალიასგან 1,5 მლნ ლარის აღებას რომეო მიქაუტაძის მეშვეობით;
  • 2021-2023 წლებში დანაშაულებრივი „ქოლცენტრების“ მფარველობას, საიდანაც ბრალდების ინფორმაციით, ლილუაშვილმა მიიღო $1 365 000;
  • პროკურატურა ამბობს, რომ ლილუაშვილი ქრთამის სანაცვლოდ მფარველობდა თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს, რომელიც გამოძიების ინფორმაციით,  ბაღების შესყიდვებიდან  „ატკატებს“ იღებდა.