ირაკლი ღარიბაშვილი “ოცნების“ ლიდერებისთვის პასუხის გასაცემად ემზადება
ირაკლი ღარიბაშვილი “ოცნების“ ლიდერებისთვის პასუხის გასაცემად ემზადება - აღნიშნული ინფორმაცია მისმა უფლებადამცველმა სასჯელაღსრულებსი დაწესებულებიდან ცოტა ხნის წინ გამოიტანა, რომელმაც პატიმრობაში მყოპფი ექს პრემიერი მოინახულა.
როგორც ნათია თამაზაშვილმა განაცხადა, “ის დეტალებში შესვლას არ აპირებს და ამ თემაზე მეტ კომენტარს არ გააკეთებს.“
ყველაფერზე აქვს თავისი პასუხი და დარწმუნებული ვარ, რომ ღირსეულად გასცემს. ზოგადად ვიძახი, მე ვერ გეტყვით წერილი, თუ როდის და რა იქნება, მაგრამ , ვფიქრობ, გასცემს პასუხს.,- განაცხადა თამაზაშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, უნდა ელოდოს თუ არა საზოგადოება მხილების ახალ სერიას, ადვოკატი პასუხობს: დეტალებში ვერ შევალ.
ზოგადად რთულია ამ ყველაფრის ყურება და წარმოუდგენელია ის პროცესი, რა პროცესშიც ახლა ვართ, მაგრამ სამწუხაროდ, რეალობას არ ცვლის, - ამბობს თამაზაშვილი.
ნათია თამაზაშვილის თქმით, ღარიბაშვილის პროცესს სამართალთან კავშირი არ აქვს და “ის სრულად პოლიტიზირებულია.“
- შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ყოფილმა პრემიერმა კითხვები დასვა ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალურ მიზეზებთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ საზოგადოებაში პასუხგაუცემელი კითხვები რჩება რამდენიმე ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტზე, რომლებიც, მისი თქმით, „კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს“ მოხდა.
- 5 დღიანი დუმილის შემდეგ, ირაკლი კობახიძემ ირაკლი ღარიბაშვილის ბრალდებებს უპასუხა - "ქართული ოცნების" მოქმედმა პრემიერმა, მისი წინამორბედს "შავ-ბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე დაშვებული" უწოდა, მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს კი "სასაცილო და ტრაგიკული".
- ღარიბაშვილის წერილისა და სხვა საჯარო განცხადებების შემდეგ პროკურატურამ განაცხადა, რომ შსს-ში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე დაიბარეს არაერთი პოლიტიკოსი და საზოგადოებისთვის ცნობილი პირი, მათ შორის ნიკა გვარამია, ირმა ინაშვილი, ნანუკა ჟორჟოლიანი, ხატია დეკანოიძე, თაზო დათუნაშვილი, გია ხუხაშვილი და სხვები.
მსგავსი სიახლეები
TSQ-ის ახალი სქემა - მომხმარებლებს თანხის დასაბრუნებლად დამატებით 20%-ის ჩარიცხვას სთხოვენ
როგორც "პირველებს" მოქალაქეები ატყობინებენ, მომხმარებლებმა ახალი შეტყობინებები მიიღეს, სადაც წერია, რომ ანგარიშზე არსებული თანხის დასაბრუნებლად მათ დამატებით 20%-ის ჩარიცხვა ევალებათ.