მაისურზე წარწერის გამო დაკავებული 69 წლის შოთა ოდიშვილი თავისუფალია
მაისურზე წარწერის გამო დაკავებული 69 წლის შოთა ოდიშვილი 15 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ თავისუფალია.
მას გუშინ ღამით გურჯაანის იზოლატორთან და და აქივისტები დახვდნენ.
მაისურზე წარწერის გამო დაკავებულ შოთა ოდიშვილს 15-დღიანი პატიმრობა მოსამართლე ნინო ენუქიძემ შეუფარდა.
შოთა ოდიშვილი საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეა. იგი 23 აგვისტოს თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციიდან წასული მთავრობის ადმინისტრაციასთან დააკავეს.