2 დაღუპული და 7 დაშავებული - რუსეთმა კიევს რაკეტებით დაარტყა

08.09.26 10:20
2 დაღუპული და 7 დაშავებული - რუსეთმა კიევს რაკეტებით დაარტყა

რუსეთმა კიევს რაკეტებით დაარტყა - კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი და დაშავდა შვიდი.

უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, დედაქალაქზე 8 სექტემბრის ღამეს განხორციელებული თავდასხმის შემდეგ ნგრევა და ხანძარი ქალაქის სულ მცირე ხუთ რაიონში დაფიქსირდა.

მათივე განცხადებით, სოლომენსკის რაიონში ადამიანები ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობაში იყვნენ ჩარჩენილები. საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურმა 10 ადამიანის გადარჩენა მოახერხა, რომელთაგან ერთი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მსგავსი სიახლეები