"ოცნების" პროპაგანდისტს, ახალ კადრებზე საუბარი არ სურს
"ოცნების" პროპაგანდისტს, შაკო კუჭაშვილს თამაზ ელიზბარაშვილის უფლებადამცველის მიერ გავრცელებულ ახალ კადრებზე საუბარი არ სურს.
ვიდეო, რომელიც ადვოკატმა ლექსო სვიმონიშვილმა გაავრცელა და რომელიც რესტორან "სხვა-ში" მომხდარს ასახავს, რამდენჯერმე ჩანს შაკო კუჭაშვილი, რომელსაც მისივე მეგობრები აკავებენ და ელიზბარაშვილისკენ არ უშვებენ. კ
უჭაშვილს ამ საქმეში პროკურატურა დაზარალებულად ასახელებს, ელიზბარაშვილის ადვოკატების თქმით, კი სწორედ ის არის პირი, რომელმაც რესტორნის ნულ სართულზე კონფლიქტი წამოიწყო.
კადრების გავრცელების შემდეგ "პირველები" შაკო კუჭაშვილის პოზიციით დაინტერესედა:
იმდენი იძახეს, ოხ ეს დაზარალებულები, ოხ ეს დაზარალებულებიო, მგონი ბატონ თამაზს თავად მოუნდა დაზარალებულობა - ასე გამოდის და ადვოკატიც ეხმარება ამაში", - თქვა კუჭაშვილმა.
კითხვაზე, სურდა თუ რა მას ფიზიკური ანგარიშსწორების განხორციელება თამაზ ელიზბარაშვილის მიმართ, კუჭაშვილმა ასე უპასუხა - "სხვას ვერაფერს გეტყვით".
დაკავებული ბიზნესმენის, თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატი, ლექსო სვიმონიშვილი რესტორან "სხვა"-ში მომხდარი ინციდენტის ვიდეო ჩანაწერს ასაჯაროებს.
კადრებში ბიზნესმენსა და "იმედის" თანამშრომლებს შორის რესტორნის საპირფარეშოში მომხდარი ინციდენტის დასაწყისი ჩანს.
პოკურატურა ამტკიცებს, რომ სწორედ ამ ინციდენტის შემდეგ "დაემუქრა" 7 კაცს ელიზბარაშვილი, რამაც საგამოძიებო უწყების თქმით, "დაზარალებულების საფუძვლიანი შიში გამოიწვია".
რა ვიცით თამაზ ელიზბარაშვილის დაკავების საქმეზე?
ბიზნესმენი პირველ სექტემბერს მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
3 სექტემბერს პროკურატურამ ადმინისტრაციული წესით დაკავებულ ბიზნესმენს სისხლის სამართლის კოდექსის მუქარის მუხლით ბრალდება წარუდგინა.
ცნობილია, რომ 1 სექტემბერს გაჩხრიკეს ელიზბარაშვილის მანქანა და საცხოვრებელი სახლი. მაშინ შსს-ში თქვეს, რომ სამართალდამცავები საგამოძიებო მოქმედებებს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუქარისა და 236-ე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ატარებდნენ.
ბიზნესმენი დაკავების დღიდან შიმშილობს და ამტკიცებს, რომ მას პროვოკაცია მოუწყვეს.
ამის პარალელურად, გაირკვა იმ ადამიანების ნაწილის ვინაობა, რომლებიც პროკურატურამ ე.წ. მუქარის საქმეზე დაზარალებულად ცნო.
- სულ საქმეში 7 დაზარალებული ფიგურირებს - შაკო კუჭაშვილი, ჯაბა ხუბუა, სანდრო გამსახურდია, ნიკა კლდიაშვილი. 3 ადამიანის ვინაობა საჯარო სივრცეში არ გაჟღერებულა.
შაკო კუჭაშვილმა "პირველებთან" თავად დაადასტურა, რომ ის საქმის ფიგურანტია. ჯაბა ხუბუასა და ნიკა კლდიაშვილის შესახებ სასამართლოზე გახდა ცნობილი, ხოლო ინფორმაცია რომ რესტორანში სანდრო გამსახურდიაც იმყოფებოდა, რადიო თავისუფლებამ დაწერა. ოთხივე მათგანი სანქცირებულ TV "იმედზე" მუშაობს.
საქართველოს მთავარამ პროკურატურა მოგვაინებით ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის საქმესთან დაკავშირებით სათვალთვალო კამერების ჩანაწერები გაავრცელა - საუბარია რესტორან "სხვა"-ს სამეთვალყურეო კამერის ვიდეოჩანაწერზე, სადაც ჩანს ელიზბარაშვილი.
უწყება ამტკიცებს, რომ მიმდინარე წლის 30 აგვისტოს, რესტორანში მომხდარი ინციდენტის შემდეგ ბიზნესმენი ტერიტორიაზე შეიარაღებული მივიდა.
- "თამაზ ელიზბარაშვილი დაემუქრა დაზარალებულს და მასთან ერთად მყოფ პირებს... [მოგვიანებით] მუქარის აღსრულების მიზნით ის შემთხვევის ადგილზე ბრუნდება, რა დროსაც ხელი დემონსტრაციულად აქვს ჩაყოფილი მოსაცმელის უბეში..." - წერს უწყება ვიდეოს აღწერაში.