რა გამოხმაურება მოჰყვა ფრონტის ხაზზე ფარცხალაძის უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად წასვლას
უკრაინაში მებრძოლი "ქართული ეროვნული ლეგიონის" მეთაური, მამუკა მამულაშვილი ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის მიერ საბრძოლო დანაყოფის შექმნას ეხმაურება. მისი თქმით, ასეთი ფორმირებების გზავნილი ის არის, რომ ქართველები უკრაინის და რუსეთის მხარესაც იბრძვიან.
მამუკა მამულაშვილს ეჭვი ეპარება, რომ ოთარ ფარცხალაძე არასდროს გავა ფრონტის ხაზზე.
მისი თქმით, "გეროგიევსკის" სახელით შეიარაღებული ფორმირების შექმნა რუსული სპეცსამსახურების გადაწყვეტილებაა და არა მხოლოდ ფარცხალაძის.
ფარცხალაძის მიერ "გეროგიევსკის" სახელით შეიარაღებული ფორმირების შექმნა ჩემთვის მხოლოდ ერთი ადამიანის გადაწყვეტილება არაა, ეს არის რუსული სპეცსამსახურების გადაწყვეტილება, დიდი ალბათობით და თვითონაც ფარცხალაძე რუსული სპეცსამსახურების შეგირდია. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის გზავნილი, რა გზავნილის გაკეთებაც უნდათ ასეთი ფორმირებების შექმნით, თუმცა ძალიან მეპარება ეჭვი, რომ აქ ქართველები მიიღებენ მონაწილეობას, არც ფარცხალაძე არაა, მე ასე ვთვლი, ეთნიკური ქართველი. ეს გზავნილია, რომ ქართველები იბრძვიან ორივე მხარეს, ანუ რუსეთის მხარესაც, ამის თქმა უნდათ სწორედ ამ ფორმირებებით და უნდათ შექმნან მეორე მხარე ქართული ლეგიონის, რომელიც ფაქტობრივად რუსეთს დაეხმარება სხვა ქვეყნის ოკუპაციაში. ეს არის დანაშაულებრივი ქმედება, მე მრცხვენია, რომ ასეთი ადამიანი იყო საქართველოს გენერალური პროკურორი. მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ფარცხალაძეც არასდროს არ გამოვა ფრონტის ხაზზე, როგორც განცხადებული აქვთ, რომ შექმნან ფორმირება და აპირებს ფრონტის ხაზზე მოქმედებას. ადამიანმა, რომელსაც შეხება არ ჰქონია ფულის გარდა არაფერთან, ძალიან ეჭვი მეპარება ახლა იარაღი აიღოს," - ამბობს მამუკა მამულაშვილი.
ცნობისთვის, ოთარ ფარცხალაძემ საბძოლო დანაყოფი ჩამოაყალიბა, მას "გეორგიევსკი" დაარქვა და უკრაინის წინააღმდეგ საომრად გააგზავნა.