თამაზ ელიზბარაშვილის ოჯახი შაკო კუჭაშვილის წინააღმდეგ ცრუ დასმენის ბრალდებით გამოძიების დაწყებას ითხოვს

08.09.26 13:12
თამაზ ელიზბარაშვილის ოჯახი შაკო კუჭაშვილის წინააღმდეგ ცრუ დასმენის ბრალდებით გამოძიების დაწყებას ითხოვს

თამაზ ელიზბარაშვილის ოჯახი შაკო კუჭაშვილის წინააღმდეგ ცრუ დასმენის ბრალდებით გამოძიების დაწყებას ითხოვს - როგორც "პირველებთან" დაკავებული ბიზნესმენის მეუღლე, ანი სუჯაშვილი ამბობს, სწორედ კუჭაშვილმა მისცა ცრუ ჩვენება გამოძიებას 30 აგვისტოს რესტორან "სხვა-ში" მომხდარზე.

სუჯაშვილის თქმით, კადრებში, რომელიც დაცვის მხარემ გაავრცელა, ჩანს, რომ "ქართული ოცნების" პროპაგანდისტი რამდენჯერმე იქაჩება თამაზ ელიზბარაშვილისკენ, რა დროსაც მას თანხლები პირები აკავებენ.

დაკავებული ბიზნესმენის მეუღლის თქმით, 30 აგვისტოს, შაკო კუჭაშვილს და მასთან ერთად მყოფ პირებს ელიზბარაშვილის პროვოკაციაზე წამოგება სურდათ, რაც არ გამოუვიდათ.   

ჩემი აზრით, აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება, იმიტომ, რომ პირველ რიგში ცრუ ჩვენება აქვს მიცემული შაკო კუჭაშვილს და ჩვენ ვნახეთ ამის დასტური, კადრების მიხედვით. რასაც თამაზი ლაპარაკობდა, რასაც მე ვლაპარაკობდი ზუსტად უკვე დადასტურდა ამ კადრების გავრცელებით. მე მაქვს კითხვები - რატომ არის თამაზ ელიზბარაშვილი დაჭერილი? სად არის ამ კადრებში მუქარა?  - კადრები, რომელიც გაავრცელა პროკურატურამ ან აქ სად არის მუქარა? ამ კადრებში კარგად ჩანს, როგორ მოიმწყვდიეს თამაზ ელიზბარაშვილი და როგორ იმუქრებოდა შაკო კუჭაშვილი და როგორ ცდილობდა პროვოკაციაზე წამოეგო. მე ვფიქრობ, რომ უნდოდათ რამენაირად ფიზიკურ ძალადობაზე გადასულიყო თამაზი, თუმცა მან მოახერხა და  იყო აბსოლუტურად მშვიდი", - ამბობს ანა სუჯაშვილი.

თამაზ ელიზბარაშვილის საქმე - "პირველებმა" პროკურატურის მიერ დაზარალებულად დასახელებული შაკო კუჭაშვილის ჩვენება მოიპოვა.

"ოცნების" პროპაგანდისტის ჩვენებიდან ირკვევა, რომ ბრალდების მხარემ საქმეში ჯაბა ხუბუას მონაყოლით იხელმძღვანელა - პირის, რომელიც 30 აგვისტოს რესტორან "სხვა"-ში შაკო კუჭაშვილთან და სხვა პირებთან ერთად იმყოფებოდა.

კერძოდ კუჭაშვილი გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ამბობს, მას შემდეგ რაც ელიზბარაშვილი რესტორანში მიბრუნდა: "ჯაბამ შეამჩნია, რომ ელიზბარაშვილს მარჯვენა ხელი ჩაყოფილი ჰქონდა მუქი სპორტული მოსაცმლის მარცხენა შიდა ჯიბეში, ხოლო მარცხენა ხელით გარედან ეჭირა, რის გამოც გაუჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ჯიბეში პისტოლეტი ჰქონდა".

ანალოგიური ვერსია შემოგვთავაზა პროკურატურამაც:

  • უწყება ამტკიცებს, რომ მიმდინარე წლის 30 აგვისტოს, რესტორანში მომხდარი ინციდენტის შემდეგ ბიზნესმენი ტერიტორიაზე შეიარარებული მივიდა. 
  • " [მოგვიანებით] მუქარის აღსრულების მიზნით ელზიბარაშვილი შემთხვევის ადგილზე ბრუნდება, რა დროსაც ხელი დემონსტრაციულად აქვს ჩაყოფილი მოსაცმელის უბეში..." - აცხადებს უწყება. 

 

მსგავსი სიახლეები