სოფელ გიორგიწმინდაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

08.09.26 14:01
სოფელ გიორგიწმინდაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგიწმინდაში გვიან ღამით საცხოვრებელი სახლი დაიწვა.

როგორც "მთავარი ამბები კახეთიდან" წერს, ოჯახის წევრებმა ტერიტორიის დატოვება დროულად მოახერხეს, თუმცა, შემთხვევის შედეგად ოჯახის ერთ-ერთ წევრს ხელი მოსტყდა და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. გამოცემის ცნობით, სახლში იმყოფებოდა ორი მცირეწლოვანი ბავშვიც.

ხანძარმა საცხოვრებელ სახლში თითქმის ყველაფერი გაანადგურა, დაიწვა საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ავეჯი და ნივთები.
ადგილზე სახანძრო სამაშველო სამსახური იყო გამოძახებული. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

მსგავსი სიახლეები