2026 წლის პირველ 6 თვეში ჯარიმებისა და საურავების სახით ბიუჯეტში 127 807.1 ათასი ლარი შევიდა

08.09.26 14:12
2026 წლის პირველ 6 თვეში ჯარიმებისა და საურავების სახით ბიუჯეტში 127 807.1 ათასი ლარი შევიდა

სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიშის თანახმად, მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში ჯარიმებისა და საურავების სახით ბიუჯეტში 127 807.1 ათასი ლარი შევიდა, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის (84 000.0 ათასი ლარი) 152.2%-ია.

ბიუჯეტის შესრულების იანვარ-ივნისის დოკუმენტი პარლამენტში, რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.

გვაქვს სამწუხარო რეალობა, რომ გახშირებულია სატრანსპორტო საშუალებებით მოძრაობის წესების დარღვევა, რასაც შესაბამისი ჯარიმები მოჰყვება. ბოლო 6 თვეში ჯარიმების მიმართულებით ცვლილებები არ ყოფილა - რაც გასულ წელს იყო დადგენილი, იგივეა დადგენილი, თუმცა დარღვევა მეტია. ეს მხოლოდ სატრანსპორტო საშუალებების ნაწილში არ არის. ის რომ კომპანიები ვალდებულებებს ვერ ასრულებენ, საკმაოდ გააქტიურებულია მუნიციპალიტეტები და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და თუ კომპანია ვალდებულებებს არ ასრულებს, გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ჯარიმების გადახდა უწევს," - თქვა კაკაურიძემ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე. [შიფრი: ipn.ge]

  • პარლამენტში წარდგენილი დოკუმენტის მიხედვით, 2026 წლის იანვარ-ივნისის ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 14 507 900.0 ათასი ლარით, საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 15 086 701.2 ათასი ლარი ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 104.0%.
  • გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 13 057 400.0 ათასი ლარით, საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 13 303 018.4 ათასი ლარი ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 101.9%. ასევე საანგარიშო პერიოდში ზედმეტად გადახდილი გადასახადების (დღგ) დაბრუნების მაჩვენებელმა 1 377 800.5 ათასი ლარი შეადგინა.
  • გრანტების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 195 000.0 ათასი ლარით, საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 170 037.9 ათასი ლარი - საპროგნოზო მაჩვენებლის 87.2%.
  • სხვა შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 1 255 500.0 ათასი ლარით, საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 1 613 644.9 ათასი ლარი - საპროგნოზო მაჩვენებლის 128.5%.
  • არაფინანსური აქტივების კლებიდან მობილიზებულ იქნა 248 168.7 ათასი ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის (185 000.0 ათასი ლარი) 134.1%-ია.
  • ფინანსური აქტივების კლებიდან მობილიზებულ იქნა 163 226.4 ათასი ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის (176 400.0 ათასი ლარი) 92.5%-ია.

მსგავსი სიახლეები