ფარცხალაძეს პოლკოვნიკის წოდება აქვს, რა სტრუქტურების შეგიძლიათ ჰკითხოთ მდინარაძეს - მამუკა ფიფია
პრორუსი ბიზნესმენის, "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ლიდერის, მამუკა ფიფიას განცხადებით, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძეს პოლკოვნიკის წოდება აქვს. ამის შესახებ მან "TV პირველის" ეთერში, გადაცემა "მაკა ანდრონიკაშვილის "დღის ამბებში" ისუაბრა.
მისი თქმით, მან არ იცის რა განხრით არის პოლკოვნიკი საქართველოს ექს-მთავარი პროკურორი ფარცხალაძე.
ფიფიამ TV პირველის წამყვანს ურჩია, ამის შესახებ კითხვა პოლიტიკიდან წასულ მამუკა მდინარაძეს დაუსვას, რომელიც 6 თვე იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი და ეცოდინება.
რომანოვს აქვს პოლკოვნიკის წოდება, რა და რა სტრუქტურების მე არ ვიცი, არ მაქვს წვდომა, თქვენ შეგიძლია ჰკითხოთ გენერალ სიმუსს, მდინარაძეს, მაგას ეცოდინება იმიტომ, რომ ეს კაცი ნახევარი წელი იყო სუს-ის უფროსი, ამიტომ გირჩევთ შეეკითხოთ მდინარაძეს.
[მდინარაძეს ეცოდინება] რა განხრით არის პოლკოვნიკი ბატონი ოთარ რომანოვი," - განაცხადა მამუკა ფიფიამ.