საპროტესტო აქცია სოფელ ჭალადიდში - უწყლოდ დარჩენილი მოსახლეობა დახმარებას ითხოვს
სოფელ ჭალადიდის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა - უწყლოდ დარჩენილი მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ.
ადგილობრივების თქმით, სოფელი მთელი ზაფხულის მანძილზე უწყლოდ დარჩა.
რამოდენიმე თვეა დატანჯული ვართ, მთელი ზაფხული წყალი ნორმალურად არ გვქონია, დავრეკავთ - ტყუილები - უკვე ცხელი ხაზიც არ გვაქცევს ყურადღებას. რამდენი დღეა ერთი წვეთი წყალიც არ გვაქვს," - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
მოსახლეობამ რამდენჯერმე მიმართა ხობის მუნიციპალიტეტის მერიას, თუმცა ამ დრომდე რეაგირება არ მოჰყოლია.
აქციის ორგანიზებამდე ხალხმა დახმარება სთხოვა წყალმომარაგების სამსახურსაც.