პოლიცია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მერის წარმომადგენლის გარდაცვალების საქმეს იძიებს
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაისუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი გარდაცვლილი იპოვეს - როგორც „მთავარი ამბები კახეთიდან“ წერს, არსებული ინფორმაციით, 64 წლის გიორგი ბარბაქაძემ ტყვია სანადირო თოფით თავის არეში დაიხალა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ბარბაქაძეს კონფლიქტი არავისთან ჰქონია. მათივე თქმით, ამ ეტაპზე არ იკვეთება სხვა რაიმე წინაპირობა ან მიზეზი, რამაც შესაძლოა, მერის წარმომადგენელს სუიციდისკენ უბიძგა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 115- ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.