განსაკუთრებით შეეხება აუცრელებს - ექიმები საქართველოში "ომიკრონს" ელოდებიან

30.11.21 13:31
განსაკუთრებით შეეხება აუცრელებს - ექიმები საქართველოში "ომიკრონს" ელოდებიან

ექიმები საქართველოში კოვიდვითარების კიდევ უფრო გართულებას პროგნოზირებენ და არ გამორიცხავენ, რომ კოვიდ-19-ის ახალი ვარიანტი, "ომიკრონი", ქვეყანაში მალე გამოჩნდეს. ვახტანგ სურგულაძის პროგნოზით, კორონას ახალი ვარიანტი განსაკუთრებით საშიში მოსახლეობის აუცრელი ფენისთვის იქნება.

უფრო ადვილად გადადის ადამიანიდან ადამიანზე, უფრო მეტი დაინფიცირებული გვეყოლება და შეიძლება, დაავადებაც უფრო მძიმედ წავიდეს, განსაკუთრებით იმ ადამიანებში, ვინც არ იქნება ვაქცინირებული. საზღვრებს ვერ ჩავკეტავთ, ჩვენთანაც შემოაღწევს, როგორც კი აცივდება, შემოვა სეზონური გრიპიც და გვექნება საკმაოდ მძიმე სიტუაცია", - ამბობს ვახტანგ სურგულაძე. 

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე, ადასტურებს, რომ "ომიკრონის" შემოსვლის შემთხვევაში ქვეყანაში საფრთხეები გაიზრდება. ტიკარაძე მოადგილეებთან ერთად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელს შეხვდა, რომელთანაც ახალი ვარიანტის მიმართ ვაქცინის ეფექტურობა განიხილეს. ტიკარაძის თქმით, საქართველო WHO-ს გაიდლაინებით იხელმძღვანელებს. 

ჩვენ განვიხილეთ ახალ მუტირებულ ვარიანტთან დაკავშირებით, თუ რა ხედვა აქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას, ასევე მნიშვნელოვანი რჩება გადაცემის სისწრაფე, ვაქცინის ეფექტურობა. თვითონ 6 დეკემბერს ექნება მსოფლიოს წამყვან 53 ექიმთან შეხვედრა, რის შემდეგაც დაიდება მკურნალობის ახალი გაიდლაინები, რასაც საქართველო, რა თქმა უნდა, გაითვალისწინებს", - ამბობს ტიკარაძე. 

მსგავსი სიახლეები