თამაზ ელიზბარაშვილი შიმშილობას იწყებს

08.09.26 20:51
თამაზ ელიზბარაშვილი შიმშილობას იწყებს

პატიმრობაში მყოფი ბიზნესმენი, თამაზ ელიზბარაშვილი შიმშილობას იწყებს.

ამის შესახებ ის ინგა გრიგოლიას გადაცემა “რეაქციისთვის“ გამოგზავნილ წერილში წერს.

ელიზბარაშვილი საზოგადოებას გვერდში დგომისკენ მოუწოდებს. 

ამდენ სიბოროტეს, ძალადობას და ტერორს მე ერთი კაცი დღეიდან დაუნდობელ ბრძოლას ვუცხადებ და ვიწყებ შიმშილს.
მეგობრებო, ვისაც გიყვართ საქართველო და ვისაც გინდათ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება, გთხოვთ, დამიდექით გვერდში ამ საშვილიშვილო და სამართლიან ბრძოლაში. ოკუპანტების ქართველი მხარდამჭერების წინააღმდეგ,- წერს ელიზბარაშვილი წერილში.