რუსებმა უკრაინა-მოლდოვის საზღვარზე მდებარე გამშვებ პუნქტს დაარტყეს - არიან დაღუპულები და დაშავებულები
უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ცნობით, რუსულმა ძალებმა ოდესის ოლქში, მოლდოვასთან საზღვარზე მდებარე „სტაროკოზაჩეს“ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე დრონებით იერიში მიიტანეს - წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა.
„სტაროკოზაჩეს“ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე სატრანსპორტო საშუალებების გავლა შეჩერებულია.