"პირველების" ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილი ბრიუსელში და ლუქსემბურგში მიდის
"პირველების" ინფორმაციით, შალა პაპუაშვილი ბრიუსელში და ლუქსემბურგში მიდის - აღნიშნული ინფორმაცია დღეს "პირველებს" თავად პარამენტის თავმჯდომარემ დაუდასტურა.
"პირველების" კითხვაზე ევროკავშირში მძაფრი კრიტიკის ფონზე, რატომ ჩადიან მაინც ბრიუსელში და რისი მცდელობა აქვთ - პაპუაშვილი პასუხობს, რომ მიზანია "დაანგრიონ ცრუ ნარატივები ქართულ ოცნების შესახებ, რომელიც ბრიუსელიდან ისმის".
"ოცნების" ლიდერი აკონკრეტებს, რომ შეშფოთებულია ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის მიერ გაეროში საქართველოს შესახებ გაკეთებული განცხადებით, რომ "საქართველიოში მიდის პროტესტის მონაწილეების ეთვითნებური დაკავებები".
ჩვენ არც არაფერი აგვირევია, რომ დასალაგებელი გქვონდეს. ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებით, ჩვენი შეთავაზება ყველას მიმართ არის ერთი, რომ ჩვენ მზად ვართ, თუკი ვინმესთვის გაუგებარია, რა არის ჩვენი ქვეყნის ინტერესები.
მიზანი ამგცვარი ვიზიტებისაც ეს არის, რომ ჩვენ გავარღვიოთ ის სიცრუის ნარატივი, რასაც ბრიუსელის ბიუროკრატია ცდილობ საქართველოსთან მიმართებით დაამკვიდროს.
ეს არის ორმხმრივი ვიზიტი, რომ წევრ ქვეყნებს ვესაუბროთ. ვაჩვენოთ ის, რომ ის ცრუ ცილისწამებები, რომელიც მათ შორის გუშინ მოვისმინეთ ევროკავშირის სახელით, რომ თვითნებური დაკავებები, როგორ წარმოგიდგენიათ ასეთ სიცრუეს რომ ამკვიდრებენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების თვალში", - ამბობს შალვა პაპუაშვილი.
შეგახსენებთ, გაეროში ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, მიშელ სერვონე დ’ურსომ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე განაცხადა, რომ ევროკავშირი ღრმად შეშფოთებულია საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წინააღმდეგ სასამართლო სისტემის პოლიტიკურად მოტივირებული გამოყენებით და რეპრესიული ზომების მიღებით.
მისი თქმით, ევროკავშირი კვლავ იხსენებს საქართველოს ვალდებულებას, დაიცვას ფუნდამენტური თავისუფლებები და მოწოდებით გამოდის, გაუქმდეს ან არსებითად გადაიხედოს ბოლო დროს მიღებული კანონმდებლობა, რომელიც ძირს უთხრის ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებს.