ბათუმიდან აფრენილი მცირე ზომის თვითმფრინავი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ჩავარდა - aktual.ge

09.09.26 16:35
ბათუმიდან აფრენილი მცირე ზომის თვითმფრინავი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ჩავარდა - aktual.ge

 

 

საქართველოდან აფრენილი მცირე ზომის თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 2 ადამიანი იმყოფებოდა, თურქეთში, რიზეს პროვინციის სანაპიროსთან წყალში ჩავარდა - ინფორმაციას aktual.ge თურქულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი უწყებების მიერ ჩატარებული სამძებრო-სამაშველო ოპერაციის შედეგად ორივე ადამიანი გადაარჩინეს.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა რიზეს პროვინციის ჩაიელის რაიონის სანაპიროსთან მოხდა.

ავარიული დაშვების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. თუმცა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ თვითმფრინავი ბათუმიდან იყო აფრენილი.