ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო
მიხეილ ყაველაშვილი, მეუღლესთან, თამარ ბაგრატიონთან ერთად, ნორვეგიის მეფის, მისი უდიდებულესობა ჰარალდ V-ის სახელმწიფო დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო.
როგორც პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ყაველაშვილმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებთან და სამეფო ოჯახების წარმომადგენლებთან ერთად პატივი მიაგო მეფე ჰარალდ V-ის ხსოვნას და საქართველოს სახელით კიდევ ერთხელ გამოხატა თანადგომა ნორვეგიის სამეფო ოჯახისა და ნორვეგიელი ხალხის მიმართ.