მაკა ბოჭორიშვილმა კობახიძის პარიზში ვიზიტის დეტალებზე ისაუბრა

09.09.26 21:15
მაკა ბოჭორიშვილმა კობახიძის პარიზში ვიზიტის დეტალებზე ისაუბრა

მაკა ბოჭორიშვილმა მედიასთან, ირაკლი კობახიძის პარიზში კოსმოსის საკითხებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სამიტში მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

  • ხვალ პარიზში კოსმოსის განვითრების სამიტი იხსენება, რომელსაც კობახიზე დაესწრება. 

„კოსმოსის სფეროში თანამშრომლობა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი დღეს, როგორც ევროპული, ისე გლობალური უსაფრთხოებისთვის,“ - ამბობს საგარეო საქმეთა მინისტრი. 

მისი თქმით, ღონისძიება საქართველოსთვის მნიშვნელოვან შესაძლებლობას წარმოადგენს როგორც მრავალმხრივი დისკუსიების, ისე ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით.

ამასთან, ბოჭორიშვილი აღნიშნავს, რომ სამიტი კარგი შესაძლებლობაა საქართველოსთვის ორმხრივი შეხვედრების გასამართად სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან: 

პრეზიდენტ მაკრონის ინიციატივა ითვალისწინებს პარტნიორებთან დიალოგს და მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ამ საკითხზე დიალოგის ფარგლებში მოწვეულია უმაღლეს დონეზე, პრეზიდენტ მაკრონის ინიციატივით გამართულ სამიტში მონაწილეობის მისაღებად. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მიიღებს მონაწილებას დაგეგმილ ღონისძიებაში. გარდა იმისა, რომ მნიშვნელოვანი დისკუსიების ნაწილია საქართველო, ასევე საყურადღებოა სამიტი ორმხრივი თვალსაზრისითაც. ბევრი დელეგაციაა აქ წარმოდგენილი, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები და კარგი შესაძლებლობაა საქართველოსთვის ორმხრივი შეხვედრების გასამართად სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან," - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.