სააპელაციო დღეს გამოაცხადებს განაჩენს პატიმრის საქმეზე, რომელიც პოლიციას ნარკოტიკების ჩადებაში ადანაშაულებს
37 წლის პატიმრის, მინდია ჭაღიაშვილის საქმეზე სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას სავარაუდოდ დღეს გამოაქვეყნებს. საუბარია ახალგაზრდა კაცზე, რომელიც ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილების თანამშრომლებს ნარკოტიკების ჩადებაში ადანაშაულებს.
მისი ოჯახის ამტკიცებს რომ დაკავებულს ერთი დანაშაული ვერ დაუმტკიცეს და მეორეს ედავებიან. პროცესი 12 საათზეა ჩანიშნული.
ოჯახი ამბობს, რომ ქურდობის მუხლით დაკავებულ კაცს ქურდობა ვერ დაუმტკიცეს, ამიტომ საქმეში ნარკოტიკი გაჩნდა.
ჭაღიაშვილის ახლობლები ეჭვობენ, რომ 37 წლის კაცის დაკავება წინასწარ ჰქონდათ გადაწყვეტილი. ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ უყვებოდა ტვ პირველი მაყურებელს, რომ ამ საქმეში დევს პოლიციის პატაკი, რომლის მიხედვითაც ერთ-ერთი სახლის ქურდობის შემდეგ მოპარული ნივთები მინდია ჭაღიაშვილის სახლში ინახებოდა.
ამჟამად მინდია ჭაღიაშვილი, რომელსაც თავიდან თბილისში ერთ-ერთი სახლიდან ძვირადღირებული ტექნიკის მოპარვას ედავებოდნენ, 5 წლიან პატიმრობას გლდანის ციხეში ნარკოტიკის შეძენა-შენახვისთვის იხდის. აღსანიშნავია, რომ კაცი ქურდობის მუხლში სასამართლომ გაამართლა.
მინდია ჭაღიაშვილის უფლებადამცველი, ტარიელ კაკაბაძე ამბობს, რომ პოლიციელებმა დაკავებულის ჩხრეკის ვიდეო-კადრები დაამონტაჟეს, ანუ სავარაუდო დანაშაულის ჩადენის ნაწილი გაქაქრეს.