დრონებით შეტევა იყო სოჭის სანაპიროზე - რუსული მედია დაშავებულების შესახებ წერს
სოჭის სანაპიროზე საზღვაო დრონებით თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა, - რუსული მედიის ინფორმაციით, იერიშის შედეგად სოჭში სანაპირო ინფრასტრუქტურა დაზიანდა.
კრასნოდარის მხარის ოპერატიულმა შტაბმა თქვა, რომ დაშავდა სულ მცირე, 8 ადამიანი.