სურსათის სააგენტო ბაღების შემოწმებას იწყებს - წელს 1 886 დაწესებულებაში შევლენ
სურსათის ეროვნული სააგენტო მიმდინარე წელს 1 886 საბავშვო ბაღის შემოწმებას აპირებს - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო თავად ავრცელებს. შესამოწმებელ ბაღებს შორის 1 645 საჯარო და 241 კერძო ბაღია.
ამის გარდა, განცხადების მიხედვით, სასწავლო წლის დაწყებამდე სააგენტო საბავშვო ბაგა-ბაღების კვების ბლოკებსა და სამზარეულოებს ამოწმებს.
სურსათის ეროვნული სააგენტო საბავშვო ბაღების კვების ბლოკებს ამოწმებს.
სასწავლო პროცესის დაწყებამდე სურსათის ეროვნული სააგენტო საბავშვო ბაგა-ბაღების კვების ბლოკებისა და სამზარეულოების მდგომარეობას ამოწმებს. როგორ ხვდებიან სკოლამდელი დაწესებულებები ახალ სასწავლო წელს და რამდენად უსაფრთხოა ბავშვებისათვის ის გარემო, სადაც მათთვის საკვები მზადდება - სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორები თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად ვითარებას დეტალურად ეცნობიან და რეკომენდაციებს გასცემენ.
ზოგადი ჰიგიენა, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, ინვენტარი და აღჭურვილობა, სათანადო ტემპერატურული რეჟიმი, უვნებელი სასმელი წყალი, პერსონალის მზადყოფნა ის აუცილებელი პირობებია, რომლებიც საბავშვო ბაღების კვების ბლოკებმა უნდა დააკმაყოფილოს.
სურსათის ეროვნული სააგენტო მიმდინარე წელს 1645 საჯარო და 241 კერძო საბავშვო ბაღის შემოწმებას გეგმავს"- წერია განცხადებაში.