ძმები წულუკიძეების პროცესი - ოჯახი პოლიტიკურ მდგენელზე საუბრობს და სხდომის გახსნას ითხოვს
თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღეს, ძმები რეზო და ფირუზ წულუკიძეების პროცესი გაიმართება.
მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს სხდომა ჯერ არ გაუხსნია. როგორც ირკვევა, დაკავებული ძმებიდან ერთ-ერთი, დღევანდელ პროცესზე, შუამდგომლობას დააყენებს და სხდომის გახსნას მოითხოვს.
ძმები წულუკიძეების ადვოკატის, თამარ აბესაძის განცხადებით, სასამართლოში არცერთი მტკიცებულება არ ყოფილა გამოკვლეული, სადაც ჩანს, რომ ძმები წულუკიძეები ვიღაცას რაღაც საკითხს უწყვეტენ.
სისხლის სამართლის კოდექსში არ გვიწერია დასჯა იმ პირის ქმედებისათვის, რომელსაც მაგალითად პატივს სცემენ, უსმენენ, დაურეკავენ, რჩევას ჰკითხვაენ. აბსოლუტურად არცერთი კრეფსი არ ყოფილა სასამართლოში გამოკვლეული, სადაც წულუკიძეებმა ვიღაც მოდავე მხარეს გადაუწყვიტა რაღაც საკითხი. ადამიანებს აქვთ მათი იმედი და ამ ადამიანების მხარდაჭერით ვიღაც ჰპოვებს გარკვეული სახის შვებას, საშველს, სიკეთეს და ა.შ., არანაირი ზეწოლა, არანაირი მუქარა," - ამბობს თამარ აბესაძე.
წულუკიძის ცოლი ამბობს, რომ საქმეზე დაკავებული პირები გამოკითხვისას, რომლებსაც საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ, სასამართლოზე ამბობდნენ, რომ ისინი ძმებ წულუკიძეებს რჩევისთვის, ან დახმარებისთვის მიმართავდნენ და არა ქურდული გარჩევებისთვის.
როდესაც მოსამართლემ დაკითხა ხალხი, ვისაც საპროცესო გაუფორმეს, ეკითხებიან, რომ რის გამო მიმართეთო? მიმართეთ რომ ქურდულად გაერჩიათო? ამბობენ, რომ არა, მივმართე, რჩევა ვთხოვე, შუამდგომლობა, საერთო ნაცნობი გვყავდა და ამის გამო დავურეკეთ და ვთხოვეთ დახმარება. ერთ-ერთი მოწმე იმასაც ამბობდა, რომ არა კრიმინალი არაო, კოვიდ 19-ის დროს სატვირთოთი აიტანეს და პროდუქტი დაარიგესო. რეალურად, კარგ საქმეს აკეთებენ, თვითონ მოწმეებიც ამას ამბობენ. დიახ ასეა [ადგილობრივ ხელისუფლებაზე მეტი გავლენა აქვთ სოფელში] და რეალურად ამის გამო არიან დაჭერილები," - განაცხადა წულუკიძის მეუღლემ.