ამოღებულია 2 ავტომატი, 5 პისტოლეტი, მჭიდები და ათეულობით საბრძოლო ვაზნა - შსს-მ 5 პირი დააკავა

10.09.26 12:02
ამოღებულია 2 ავტომატი, 5 პისტოლეტი, მჭიდები და ათეულობით საბრძოლო ვაზნა - შსს-მ 5 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, სხვადასხვა დროს 5 პირი დააკავეს.  

ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  ბრალდებულების პირადი, ავტომობილებისა და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს 2 ავტომატი, 5 პისტოლეტი, მჭიდები და ათეულობით საბრძოლო ვაზნა.

დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, შიდა ქართლის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, სხვადასხვა დროს 5 პირი დააკავეს.  

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  ბრალდებულების პირადი, ავტომობილებისა და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, მათ შორის: 2 ავტომატი, 5 პისტოლეტი, მჭიდები და ათეულობით საბრძოლო ვაზნა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს," - წერია განცხადებაში.