ჟურნალისტი, რომელმაც ლაზარე ჯორბენაძესთან სკანდალური ინტერვიუ ჩაწერა, არ გამორიცხავს, რომ გვამის ექსჰუმაციის საჭიროება დადგეს

10.09.26 13:11
ჟურნალისტი, რომელმაც ლაზარე ჯორბენაძესთან სკანდალური ინტერვიუ ჩაწერა, არ გამორიცხავს, რომ გვამის ექსჰუმაციის საჭიროება დადგეს

საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით ასავალ-დასავალის ის ჟურნალისტი გამოიკითხება, რომელმაც საეჭვო გარდაცვალებამდე ზურაბ-ლაზარე ჯორბენაძესთან სკანდალური ინტერვიუ ჩაწერა. ღარიბაშვილის სკანდალური წერილის და მინიშნებების შემდეგ, დიტო ჩუბინიძეც ეჭვობს, რომ ჯორბენაძეს სიცოცხლე თვითმკვლელობით არ დაუსრულებია.  

ჟურნალისტის თქმით, რაც ლაზარე ჯორბენაძემ მასთან ინტერვიუში დავით გარეჯის ტერიტორიების აზერბაიჯანისთვის გადაცემაზე ისაუბრა, ზუსტად 2 თვის და ორი დღის შემდეგ ჩამომხვრჩელი იპოვეს. 

დიტო ჩუბინიძე არ გამორიცხავს, რომ გარდაცვალებამდე ჯორბენაძე მოეწამლათ. ამის თქმის საფუძველს ჟურნალისტს ცოლის ნაამბობი აძლევს, რომლის მიხედვითაც, ზურა ჯორბენაძე ბოლო თვეებში ძალიან გახდა. 

პირი, რომელმაც რომელმაც ჯორბენაძესთან სკანდალური ინტერვიუ ჩაწერა, ამბობს, დღემდე არ არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, თუ რამ გამოიწვია მისი რესპონდენტის გარდაცვალება, ამიტომ ჩიბინიძე არ გამორიცხავს, რომ ახლაგვამის ექსჰუმაციის საჭიროება დადგეს.

ჩავწერე სატელეფონო ინტერვიუ აწ განსვენებულ ზურაბ-ლაზარე ჯორბენაძესთან, სადაც ლაზარე ჯორბენაძემ ნათლად განაცხადა, რომ მან ნახა ზე-საიდუმლო სახელმწიფო დოკუმენტი. საიდუმლო ხელშეკრულება ეხება საართველო-აზერბაიჯანის, დავით გარეჯის სასაზღვრო მონაკვეთის, სადაო მიწების აზერბაიოჯანისთვსი გადაცემას. ამ ინტერვიუს გამოქვეყნებიდან 2 თვის და 2 დღის შემდეგ, 2026 წლის 4 აპრილს,  თავის სახლში, გლდანში იპოვეს ჩამომხვრჩვალი, ოფიციალური ვერსია ასეთია. მისი სამოქალაქო ქორწინებაში მყოფი მეუღლე, ქალბატონი ხათუნა სირაძე აცხადებს, რომ მისი ქმარი იყო შეურაცხადი და უკანასკნელი 2  წელი აკვიატებული ჰქონდა აზრი და ფიქრი, რომ უნდა მოეკლა თავი. მისი მეორე მეუღლე, ქალბატონი მზეონა ჟიჟილაშვილი მეუბნება, რომ ბოლო სამი თვის განმავლობაში მისი ქმარი დაილია, სავარაუდოდ, მოწამლეს. არვიცი ექსპერტიზის შესახებ, ვიცი მხოლოდ ის, რომ ეს ექსპეტიზის დასკვნა არ არის გამზადებული. მე არ გამოვრიცხავ, რომ ლაზარე ჯორბენაძის გვამს ექსჰუმაცია დასჭირდეს"- ამბობს დიტო ჩუბინიძე. 

ჯორბენაძის გარდაცვალების რეალურ მიზეზებთან დაკავშირებით კითვები ციხიდან გამოგზავნილ წერილში ყოფილმა პრემიერმა დასვა და განაცხადა, რომ საზოგადოებაში პასუხგაუცემელი კითხვები რჩება რამდენიმე ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტზე, რომლებიც, მისი თქმით, „კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს“ მოხდა.

ღარიბაშვილის წერილისა და სხვა საჯარო განცხადებების შემდეგ პროკურატურამ განაცხადა, რომ შსს-ში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე დაიბარეს არაერთი პოლიტიკოსი და საზოგადოებისთვის ცნობილი პირი, მათ შორის ნიკა გვარამია, ირმა ინაშვილი, ნანუკა ჟორჟოლიანი, ხატია დეკანოიძე, თაზო დათუნაშვილი, გია ხუხაშვილი და სხვები.